საპრეზიდენტო არჩევნების წელი ამერიკაში

2020 წელი განსაკუთრებული წელი უნდა ყოფილიყო ამერიკაში და არის კიდეც.

ეს საპრეზიდენტო არჩევნების წელია. საპრეზიდენტო არჩევნები უდიდესი ტრადიციის მქონე მოვლენაა ამერიკაში. ფაქტობრივად, მთელი წელი, აღმავალი დაძაბულობით, კარგი დეტექტივივით, სპორტული შეჯიბრივით გამართული შოუა ხოლმე. კარგად დადგმული შოუებით, სიუჟეტის განვითარებით და კვანძის გახსნით, მედიის აქტიური ჩართულობით, მოვლენების, შეხვედრების, დებატების გაშუქებით და სარეკორდო რეიტინგებით…

ასეა ხოლმე…

მაგრამ წელს ყველაფერი ყირამალა დადგა. კორონავირუსის გამო, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული არეულობის გამო.

დაპირისპირება და გახლეჩა საარაკოა. ყველაფერი გაპოლიტიკურდა…

ისეთი ზუსტი და ადვილად შესამოწმებელი რამეც, როგორიც სტატისტიკაა, პოლიტიკური მიზნების სათამაშო გახდა. ვირუსის გავრცელების რიცხვებით მანიპულირება, ექიმ ფაუჩის და თეთრი სახლის გადაკიდება, სკოლების გახსნა-არ გახსნა…

ურთიერთბრალდებები და წესების გარეშე ბრძოლა, ეს არის დღევანდელობის დაღი.

ჩვენ ვეცდებით მივდიოთ მოვლენებს და საქმის კურსში გამყოფოთ.

არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და ყველაფერში გავერკვეთ.

წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი თვეები გველოდება.