საპრემიერო დღეები ქუთაისის თეატრში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ, აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. „სამგვარი სიყვარული“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ინსცენირებითა და იმპროვიზაციული ხედვით არის აგებული. სპექტაკლი წარმოგვიდგენს ერთი გრძნობის სამ წახნაგს სხვადასხვა ასაკში, სამ განსხვავებულ პარტნიორთან. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოფნა და სიტყვის თქმა, სწორ დროსა და სწორ ადგილზე. წარმოდგენილი პრემიერით თვის ბოლოს მესხიშვილის თეატრი დაარსებიდან 165-ე სეზონს დახურავს.