საპარლამენტო უმრავლესობაში ფარულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურნენ
საპარლამენტო უმრავლესობაში უკრაინულ ვებ გვერდზე გავრცელებულ ფარულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურნენ. ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელია, დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა, თუმცა, მისთვის ტექსტების შინაარსი უცხო არ არის და ფიქრობს, რომ ჩანაწერებში მიმდინარე საუბრები “ნაციონალური მოძრაობის’’ ხელწერას ასახავს.