საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევით დელეგაცია უკრაინაში ერთდღიან ვიზიტს გამართავს. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, არ არის ცნობილი, რა გზით მოხვდებიან უკრაინაში ქართველი კანონმდებლები. ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დელეგაციის წევრებით ერთი საათის წინ გაფრინდა.