ზუსტად ერთი თვე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
განადგურებული სამოქალაქო ობიექტები, დაბომბილი საავადმყოფოები, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის უამრავი ბავშვი, ალყაშემორტყმული ქალაქები, ჰუმანიტარული კრიზისი, დევნილად ქცეული ოთხ მილიონამდე ადამიანი – ასეთია რუსეთის სასტიკი აგრესიის შედეგი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. მოწინააღმდეგის შეტევის მთავარ სამიზნეებად რჩება კიევის ოლქი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის მარიუპოლი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებითაა გარშემორტყმული.
დღესვე ცნობილი ხდება ახალი დეტალი ომის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებიდან. როგორც ცნობილია, უკრაინა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს. სახელდება ის ხუთი ქვეყანა, რომლებთან ამ გარანტიებზე კიევი დიალოგს აწარმოებს.
„მოამბე“ განაგრძობს უკრაინის ქალაქ ლვოვში მუშაობას.