უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე უკრაინელების სისხლის დაღვრით დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათთვის არ არსებობს. ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინას აღდგომა მთელ ქვეყანაში საჰაერო საფრთხის არსებობით მიულოცა, მათ შორის სარაკეტო თავდასხმით პოლტავას რეგიონზე, კრემენჩუკზე. ოკუპანტებმა კიდევ ორი ბავშვი მოკლეს დონეცკის რეგიონში. მისივე თქმით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ თქვეს უარი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. ზელენსკის განცხადებით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც პროპაგანდისტული რეპორტაჟები გადაიღეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სავარაუდო ჰუმანიტარული სააღდგომო დახმარების გადაცემის შესახებ.