ომის 57-ე დღე. უკრაინა რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას განაგრძობს. უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის ნაწილი მტრის ჯარებისგან გაათავისუფლეს. თუმცა, რუსმა სამხედროებმა განადგურებულ დასახლებებში დიდ მსხვერპლთან ერთად ნაღმებიც დატოვეს. უკრაინელები ახლა ამ დასახლებების ნანგრევებისგან და რუსული მახეებისგან გაწმენდას ცდილობენ.
უკრაინაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.