რუსეთის მორიგი ულტიმატუმი ამოიწურა. მარიუპოლის დამცველები არ ნებდებიან. რა იქნება ახლა და როგორ განვითარდება მოვლენები. უკრაინაში მიმდინარე ომის მეორე ფაზა რთული საომარი მოქმედებებით მიმდინარეობს. ქარხანა „აზოვ სტალის“ ტერიტორიაზე განთავსებული უკრაინელები იარაღის დაყრას არ აპირებენ. კრემლის შეთავაზება – დანებება სიცოცხლის სანაცვლოდ, – უარყოფილია. პარალელურად განახლდა ავიაიერიშები ხარკოვზე. საჰაერო თავდასხმების განახლების მოლოდინში არიან დონბასსა და ლუგანსკში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი რადას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სააღდგომო დღეებში ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის დროს დაკეტილი იქნება ტაძრები.