ომის 37-ე დღე. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება დღეს ონლაინ-ფორმატში განახლდა. ასევე განახლდა რუსეთის საოკუპაციო ძალების ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფი ქალაქიდან ადამიანები „წითელი ჯვრის“ დახმარებით გაჰყავთ. უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მტერმა კივის ბლოკირებასა და დედაქალაქის დაკავებაზე დროებით უარი თქვა, თუმცა ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ საოკუპაციო ძალები ტაქტიკურ სვლას აკეთებენ, რათა უკრაინულ პოზიციებს განახლებული ძალებით სხვა მიმართულებებზე შეუტიონ.
რა ვითარებაა ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში, – კიევში რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე მუშაობენ.