ამერიკის მორიგი მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინას.
ჯო ბაიდენი სოლიდარობის ნიშნად უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ჩადის. მსოფლიო მედიის ყურადღება სწორედ პოლონეთის ქალაქ ჟეშოვისკენ არის მიმართული. ამერიკის პირველი პირის ვერტმფრენი ქალაქში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. ესაა ერთ-ერთი ადგილი, სადაც უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები იმყოფებიან.
პარალელურად აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს მთელი უკრაინის მასშტაბით. დღეს ომის 30 დღეა. დედაქალაქის ალყაში მოსაქცევად ოკუპანტები აქტიურ მოქმედებებზე გადადიან, რასაც უკრაინის ჯარი კონტრშეტევით პასუხობს. დღესვე ცნობილი გახდა რომ 300 ადამიანი გარდაიცვალა მარიუპოლში წინა კვირას თეატრის აფეთქების შედეგად.
რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე უკრაინიდან უახლესი ცნობებით.