საომარი მოქმედებების 26-ე დღე უკრაინაში - ვითარება მარიუპოლში

უკრაინა მარიუპოლის დათმობას არ აპირებს – ქალაქის ჩაბარებაზე რუსეთმა უარი მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით, დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა.

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა თქვა, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები „სამხედრო ტრიბუნალის“ წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ისინი ჩაბარების პირობებს არ დათანხმდებიან.