საომარი მოქმედებები უკრაინისა და რუსეთის ქალაქებში

დაცხრილული დასახლებული პუნქტები, დაჭრილი მოქალაქეები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები – მძიმე ვითარებაა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქში. ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. გრაივორონსკის რაიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია. ვინ ახორციელებს შეტევას ბელგოროდზე – რუსეთი თავდასხმებში ფედერაციის ტერიტორიაზე შეჭრილ უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფს ადანაშაულებს და მათ უმეტეს ნაწილს უკვე განადგურებულად აცხადებს. თავის მხრივ ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური კიევი. უკრაინის მოსაზღვრე ოლქში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისხმგებლობას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და ლეგიონი იღებს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული და პუტინის რეჟიმს ებრძვის. მძიმე სურათია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშიც, სადაც გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს. ბოლო ერთ დღეში რუსეთმა უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქზე მიიტანა ავიაიერიში. უახლოეს პერიოდში კიევი კონტრშეტევის დაწყებას აანონსებს.