უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სევეროდონეცკის მისადგომებთან, შეტაკებები მიმდინარეობს დონეცკის ოლქშიც. მიუხედავად ამისა, ომის 95-ე დღეს, უკრაინის ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისგან მნიშვნელოვან დახმარებას ელოდება. მძიმე შეიარაღებას უკრაინას გერმანიაც გადასცემს, იარაღის მიწოდებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მომდევნო კვირაში კარგი ახალი ამბების მოლოდინშია.