საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის მიერ კიევსა და ხარკოვზე რაკეტებით განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 127 ადამიანი. საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, აფეთქებების შედეგად დაზიანდა კორპუსებიც.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში ბელგოროდის რაიონში 12 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.