ნიკოპოლში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა, – ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევშიც. არიან დაშავებულები. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან დაშავებულებიც, თუმცა, ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ბახმუტიც, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის ქალაქ დნიპროში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა სამი და დაშავდა 15 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ ნასროლი რაკეტები მოხვდა ერთ-ერთ საწარმოსა და ხალხმრავალ ქუჩას.
პარალელურად, რუსული აგრესიის 143-ე დღეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აღადგენს რუსეთის მიერ განადგურებულ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, უკრაინელები დარჩებიან ცივილიზებული, ხოლო რუსული საზოგადოება, თაობების განმავლობაში, დასახიჩრებული იქნება.