უკრაინის ქალაქების დაბომბვა გრძელდება – ჭურვის ნამსხვრევების დაცემის შედეგად, 12-სართულიანი კორპუსი დაინგრა კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში. ახლოს მდებარე ცხრასართულიანი სახლი კი დაზიანდა. დაშავდა ორი ადამიანი, დანარჩენი კი ევაკუირებულია. უკრაინული მედიის ინფორმაცით, რუსული ხომალდიდან კიდევ ერთხელ დაიბომბა ქალაქი მარიუპოლი. საჰაერო იერიშის შედეგად, ხარკოვში ორი ადამიანი დაიღუპა. მთელი ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, განგაშის სიგნალი თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა.