სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსეთს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს. განცხადება ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა, „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. არნოლდას პრანკევიჩუსის თქმით, ახალი, მეშვიდე პაკეტი მოიცავს ოქროს აკრძალვას, ექსპორტზე დამატებით კონტროლს, „სბერბანკის“ აქტივების გაყინვას და შეზღუდვებს 50-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სამხედრო მეთაურები, ოლიგარქები და პროპაგანდისტები. სანქციების მეშვიდე პაკეტი და მასში შემავალი შეზღუდვები ევროკომისიამ 15 ივლისს წარადგინა.