უკრაინა ევროკავშირისგან სამხედრო დახმარებას და რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითხოვს.
აქცენტი რუსული ენერგორესურსების ემბარგოზე კეთდება. სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი. მინისტრები უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალ, რიგით მეხუთე ტრანშზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება სანქციებს და რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას. ბრიუსელი ალტერნატიულ გზებს და სანდო პარტნიორებს ეძებს. კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი. აზერბაიჯანი ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას გააორმაგებს.