გაერო-ს გენერალური მდივანი ლვოვშია. ანტონიო გუტერეში დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის ლიდერს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს უნდა შეხვდეს. მანამდე კი ის ლვოვის უნივერსიტეტს ეწვია და აუდიტორიას სიტყვით მიმართა. მოგვიანებით, გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე ჩავა ქალაქ ოდესაში, საიდანაც უკრაინული ხორბლის ექსპორტის პროცესს გაეცნობა. უკრაინაში უკვე გაემგზავრა თურქეთის პრეზიდენტიც. ის პოლონეთში ჩაფრინდა, საიდანაც უკრაინის ქალაქ ლვოვში გამგზავრება. შეგახსენებთ, რომ გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით, უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხორბლით დატვირთული პირველი გემები შავი ზღვაში 1 აგვისტოს გავიდნენ.