სამედიცინო გამოფენა „ექსპო-ჯორჯიაში“
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „Medic 360°“ – მასშტაბური სამედიცინო გამოფენა გაიმართა. „Medic 360°“ მოიცავს თანამედროვე კლინიკური ინვენტარისა და მოწყობილობების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას. ღონისძიება ემსახურება პლატფორმის შექმნას სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისთვის და პროფესიული შეხვედრებისთვის, რომელსაც კლინიკური სექტორის 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ათზე მეტი ქვეყნიდან.
ღონისძიება სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია „მედიკის“ ორგანიზებით გაიმართა.