,,სალვუს დეველოპმენტის” მფლობელ გიორგი სოზაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებას წინ სიტყვიერი შელაპარაკებაც უძღვოდა.
სოზაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ მივიდა, რაც შსს-ს კრიმინალური პოლიცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის კუთვნილ ბიტკოინების “დატა-ცენტრში” შევიდა, უწყების ინფორმაციით, სოზაშვილი ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდა, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
გიორგი სოზაშვილის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, სოზაშვილი “ენერგოპროს” წარმომადგენლებს თანხას უხდიდა, თუმცა, ამ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯიაში” კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სოზაშვილი აბონენტად რეგისტრირებული არასდროს ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, კომპანია “ენერგო პრო კორჯიას” რამდენიმე წარმომადგენელი უკვე გამოიკითხა.