სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი

30 ოპოზიციონერი დებუტატი, 26 ოქტომბრის არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ანალოგიური სარჩელი გუშინ პრეზიდენტმა შეიტანა. დეპუტატები აცხადებენ, რომ იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, თუმცა, სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერათ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, განხილვის დროდ ერთი თვეა გათვალისწინებული.

ახლადარჩეული პარლამენტი ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან, არაუგვიანეს ათი დღისა უნდა შეიკრიბოს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ პარლამენტში პირველ სხდომას ვერაფერი შეაჩერებს და 25 ნოემბერს ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება.