სალომე ზურაბიშვილის განცხადება

შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დილიდან მიმდინარე მოვლენებს. საქათველოს პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას.