საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მიმდინარე პროცესებს აკვირდება. „ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით,“ – წერს პრეზიდენტი.