საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სასამართლოს პლენუმმა დღეს განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა განიხილოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში არსებითი განხილვისთვის სარჩელს. სახალხო დამცველის აპარატი დღესვე დააყენებს შუამდგომლობას, სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეჩერდეს სადავო ნორმა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.