საკონსტიტუციო სარჩელი 

„ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს არაუგვიანეს ორშაბათისა მიმართავს. სარჩელს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს არის ოპოზიციის სამართლებრივი გზით განადგურების მცდელობა, ამიტომ ისინი აღნიშნულ სარჩელზე სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ. მმართველ გუნდში კი – აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელთა დღის წესრიგი ქვეყნის საბოტაჟითაა განსაზღვრული, უნდა აიკრძალოს.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში, სავარაუდოდ, ათამდე პარტია მოხვდება.