ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინა.
მისი თქმით, საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი საქმეების რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესებულია.