„აშშ ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას“, – განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
„შეთანხმება ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, შეაჩერონ „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში. ეს არის ის, რაზეც პოლიტიკური ლიდერები და მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ. ამის ვერმიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. ამავე საკითხს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა ენტონი ბლინკენი.
რა შეფასებები კეთდება თბილისში, თამარ წიკლაური გვეტყვის.