სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

დონბასში საომარი მოქმედებების დროს აშშ-ის ორი მოქალაქე დაიღუპა – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს. როგორც „სიენენი” წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამერიკელი მებრძოლების ვინაობას არ ასახელებს და არც მათი დაღუპვის გარემოებებზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტში ტყვედ ჩავარდნილ ორ მოქალაქესთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებასთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან. ამერიკული მხარე რუსეთს მოუწოდებს საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს და საომარი მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნილ ყველა პირს შესაბამისად მოექცეს.