სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ მონიტორინგზე იმყოფებოდა. როგორც მან განმარტა, ის კლინიკაში მყოფ ათამდე პატიმარს შეხვდა და გაეცნო მათ მდგომარეობას. ომბუდსმენის თქმით, კლინიკაში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც, რომელიც ლევან იოსელიანის შეფასებით, ბოლო ვიზიტის შემდეგ უკეთესად გამოიყურება.