სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაიშუროს ძალისხმევა ცხინვალის იზოლატორში არსებული ვითარების ეფექტიანი გამოძიებისთვის. ომბუდსმენი დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხმიანება. ლომჯარია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
შეგახსნებთ, სახალხო დამცველის აპარატის განცხადება, 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეოჩანაწერს ეხება, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობაა ასახული.