სახალხო დამცველის აპარატის განცხადება

განსხვავებულია სახალხო დამცველის პოზიცია. „მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნას და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ადგილზე ვერ მოხდება იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა კონსილიუმის დასკვნით და საჭირო იქნება პერიოდულად პაციენტის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიღება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

N18 დაწესებულებაში არსებული პირობების გაცნობა