სპეცოპერაციის დროს თავის არეში მიღებული ჭრილობით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვს. დაღუპულის ოჯახი გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. მაჩალიკაშვილების ოჯახს დღეს პანკისში სახალხო დამცველი შევხვდა. დახურულ კარს მირმა შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. დღესვე ნინო ლომჯარია სოფელ დუისში ხეობის უხუცესებს, მუსლიმური თემის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს შეხვდა. განხილვის მთავარი საკითხები პანკისში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო.