საიუბილეო კონცერტი

12:24, 05.06.2025

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „იმედის“ 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

საღამო ღვაწლმოსილ პედაგოგ-ქორეოგრაფებს ნუნუ ღვინერიასა და ჯემალ რეხვიაშვილს ეძღვნებოდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“. ნაჩვენები იყო რამდენიმე მოკლე ფილმი „იმედის“ შემოქმედებიდან. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

მსგავსი