უკრაინაში რუსული აგრესია და მისი შედეგები – ამ საკითხებზე მსჯელობენ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. დიპლომატები მსჯელობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ეფექტურობასა და ახალი პაკეტის დაწესებაზე. მინისტერიალში ონლაინფორმატით მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
დაგეგმილია ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ურთიერთობების განხილვა და ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.