საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული. კომისიის წევრები ვაკის საარჩევნო უბნის პერსონალს გამოკითხავენ – როგორც რეგისტრატორებს, ასევე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს.
შეკითხვები 31 ოქტომბრის კენჭისყრასთან იქნება დაკავშირებული.