საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინიდან მეზობელ სახელმწიფოებშიც გავრცელდეს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში, მოლდოვის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი არსებულ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს. ამასთან, მაკრონის თქმით, საფრანგეთი ელოდება, რომ ევროკომისია სწრაფად გამოაქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა მოლდოვის პრეზიდენტს, რომ ქვეყანამ უკრაინელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა შეიფარა.