საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცა გაუგზავნა. დამატებით შეიარაღებას კი უკრაინაში უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩაიტანენ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი პოლონეთში 150 სამხედრო ინსტრუქტორს გააგზავნის, რომლებიც ზაფხულამდე 2 000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან. უკრაინისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების მიერ გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის თანამედროვე თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს. პარიზი კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს.