„ევრო-2024“-თან დაკავშირებით, საფეხბურთო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას მიეძღვნა. ინიციატორია საქართველოს ფოსტა, ეკონომიკის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია. მარკა ამ ეტაპზე 40 000 ტირაჟით გამოიცა და ის დღეიდან ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. პრეზენტაციას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნაკრების წევრებისთვის მსგავსი დაფასება მნიშვნელოვანია. მარკები სიმბოლურად პირველად სწორედ მათ გადაეცათ.