პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს. ცვლილებები მეორე მოსმენით გუშინ 78 ხმით მიიღეს. განხილვას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი განხილვის პროცედურები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ფასადურია.
საუბარია კანონპროექტზე, რომლის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების წესი შემოდის. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა, არა – საჯარო.