საერთაშორისო ტურნირი ფოთში

15:25, 20.07.2026

ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე, წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი „ფოთი-პრო 2026“ მიმდინარეობს. ორდღიან შეჯიბრებაში მსოფლიოს 17 ქვეყნის 49 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირი წყლის თხილამურებისა და ვეიკბორდის საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით ტარდება. შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებში და ტრამპლინიდან ხტომაში იმართება. ტურნირის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს და ამავდროულად ოფიციალური მედია პარტნიორია „საქართველოს პირველი არხი – სპორტი“. ასევე, ტურნირს პირდაპირ ეთერში აშუქებს საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი TWBC Broadcast.

„ფოთი-პრო 2026“-ის გამარჯვებულები 21 ივლისს გამოვლინდებიან, 24 ივლისიდან კი საქართველო წყალსათხილამურო სპორტში კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას – ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართება.

მსგავსი