მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა იმართება. მის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილეს ავიაკომპანიებთან, ასევე საერთაშორისო მარკეტინგულ, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დასრულების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტრო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.