კიდევ ერთხელ საქართველოს პირველი არხი უკრაინის სოლიდარობისთვის. საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლით ხვალ, 27 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე გადაიცემა. შეგროვებული მატერიალური რესურსი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.
ტელემარათონის მსვლელობისას თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ეკრანზე მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
დეტალებს მარიკა შალიკაშვილი გიამბობთ.