საერთაშორისო სამიტი: „უკრაინა და მსოფლიო: მომავალი, რომელსაც თავიდან ავაშენებთ ერთად“
დღეს, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, უკრაინა მსოფლიო ლიდერების მეორე ნახევრების სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებას ეწოდება „უკრაინა და მსოფლიო – მომავალს ჩვენ ერთად ვაშენებთ“. მანამდე, ოლენა ზელენსკამ ამ სამიტის გამართვა შვეიცარიაში, უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე დააანონსა.
ღონისძიებაზე დასწრება როგორც ფიზიკური, ასევე ტელეხიდის სახით არის შესაძლებელი. სამიტზე მიწვეულები არიან ცნობილი სახეები, წამყვანი გლობალური ექსპერტები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები. ღონისძიება 20-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა. სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.