საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 

12:33, 23.10.2026

ბორჯომი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. კონკურსში 6-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსები ოთხ კატეგორიაში მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში არიან: ცნობილი პიანისტები დმიტრო ჩონი და ლორენცო დი ბელა, ასევე კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართება, რა დროსაც კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მსგავსი