უკრაინის ნაკრები თბილისში გამართული საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირის გამარჯვებულია. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის 6 ქვეყნის მედიანაკრები იბრძოდა. საქართველოსა და უკრაინის გარდა, მონაწილეობდნენ ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მედიანაკრებები.
საქართველოს ნაკრებში, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოს პირველი არხის ოთხი წარმომადგენელი თამაშობდა. ერთ-ერთი მათგანი, გეგი კიკაბიძე ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. საუკეთესო მოთამაშედ უკრაინელი რუსლან მიხაილევსკი აღიარეს.