„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები – საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“ – ამ სახელწოდებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსენებებს გააერთიანებს და ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს ეძღვნება, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით.
კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას. ღონისძიება ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებათა ცენტრის და ევროპის საბჭოს მიერ, ასევე ევროპის საბჭოს და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით.