საერთაშორისო კონფერენცია

„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ – ბათუმში ამ სახელწოდების რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი „საქპატენტი“ და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამაა. მონაწილეები განიხილავენ ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციებსა და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდებს. ასევე იმსჯელებენ ციფრულ გარემოში საავტორო უფლებების აღსრულების საკითხებსა და სასურსათო პროდუქტების კონტრაფაქციის საფრთხეებზე.