პოლონეთის დედაქალაქში უკრაინის დონორთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის რესურსების მობილიზება. როგორც კონფერენციის თანამასპინძელმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შვედეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინრეჟიმში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.