უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებმა ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკი გაზარდა – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსის თქმით, გუშინ, ისტორიაში პირველად, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ ოთხივე ატომურ ელექტროსადგურს – ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკისა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ქსელიდან გაითიშა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები და ბირთვული ელექტროსადგურები უკრაინის საჭიროების დაახლოებით 50 პროცენტს უზრუნველყოფს.